წინასაარჩევნო კლიმატის გამო, პრაიდის თვე საქართველოში ფიზიკური ღონისძიებების გარეშე ჩაივლის
„თბილისი პრაიდმა“ განაცხადა, რომ პრაიდის თვე, რომელიც ივნისში აღინიშნება, ჯერ კიდევ შემოდგომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ფიზიკური ღონისძიებების გარეშე ჩაივლის, რადგანაც წინასაარჩევნო პერიოდი „სავსე იქნება ხელისუფლების მიერ წახალისებული ფიზიკური ძალადობითა და სიძულვილისა და ზიზღის შემცველი რიტორიკით“.
14 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში „თბილისი პრაიდი“ ამბობს, რომ „მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ მიიღო რუსული კანონი და დააანონსა სიძულვილზე დაფუძნებული ანტი-ლგბტქ საკანონმდებლო პაკეტი, საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად, ჩვენს გადაწყვეტილებაში კიდევ უფრო დარწმუნებული ვართ“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „დღეს ქვიარ უფლებებისთვის ბრძოლა განუყოფელია საერთო სახალხო ბრძოლისგან რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა კი აუცილებლად ხალხის სასიკეთოდ დასრულდება 26 ოქტომბერს!“
ორგანიზაცია აცხადებს, რომ შემდეგ თვეებს გამოიყენებს იმისთვის, რომ „ქვიარ ადამიანების სათქმელი მივიტანოთ კიდევ უფრო მეტი ადამიანის გულამდე, ვიდრე ოდესმე! ჩვენ ყველას ავუხსნით, რომ ჰომოფობია რუსული პოლიტიკური იარაღია ქართული საზოგადოების წინააღმდეგ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ!“
ივნისში დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყნებში პრაიდის თვეს აღნიშნავენ. ეს თვე ქვიარ ადამიანების ღირსების, თანასწორობისა და ხილვადობის თვეა.
ასევე წაიკითხეთ:
- 2024 | რეპრესიების ქრონიკა
- 12/11/2023 – „ზოგიერთი ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმა“ – თბილისი პრაიდის განცხადება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)