ახალი ამბები

სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედი“ რამდენიმე ტელეწამყვანმა დატოვა

9 მაისის ღამეს მედიაანალიზის პლატფორმამ „მედიაჩეკერმა“ განაცხადა თავის წყაროებზე დაყრდნობით, რომ ტელეკომპანია „იმედი“ დილის და გასართობი გადაცემების წამყვანებმა ზურაბ ბალანჩივაძემ, ნათია ორველაშვილმა და ეკატერინე ამირეჯიბმა დატოვეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სახელისუფლებო ტელეკომპანია კიდევ ორმა წამყვანმა დატოვა, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება.

დაძაბულობის გაღრმავებასა და „უცხოელი აგენტების“ კანონის წინააღმდეგ აქციების გაგრძელებასთან ერთად, რასაც ახლა თან ახლავს აქტივისტების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების დაშინებისა და დევნის ორკესტრირებული კამპანია, არხს ხშირად ადანაშაულებენ ბოლო მოვლენების მიკერძოებულ გაშუქებასა და დეზინფორმაციის გავრცელებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button