ახალი ამბები

ოპოზიციის კიდევ ორ წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

აქტივისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინებისა და დასჯის ორკესტრირებული კამპანიის ფარგლებში, 9 მაისს ოპოზიციის ორ წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შუაღამისას ბორის ( ჩელე) ყურუას პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“ თავს დაესხნენ. წინა შემთხვევების მსგავსად, მას სახლთან მოძალადე ჯგუფი ჩაუსაფრდა, როდესაც ის ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემიდან შინ ბრუნდებოდა.  თავდასხმის შემდეგ გადაღებულ ფოტოებში მას სახესა და თავის ქალაზე შესამჩნევი დაზიანებები აღენიშნება.

მეორე ეპიზოდში მედიამ მალევე გაავრცელა ინფორმაცია კიდევ ერთ ოპოზიციონერ  პოლიტიკოსზე პარტია „ახალიდან“, ნოდარ ჩაჩანიძეზე თავდასხმის შესახებ, რომელმაც ყურუასთან ერთად დატოვა ტელეკომპანია „ფორმულა“. ჩაჩანიძის გადმოცემით, მას ორი ადამიანი ელოდა სახლის სადარბაზოსთან, ორი კი მანქანაში იჯდა. მისი თქმით, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და მან სახეზე აიფარა ხელები და ყვიროდა, ცდილობდა გამვლელების ყურადღება მიეპყრო და შედეგად უფრო ნაკლები დაზიანებები მიიღო, ვიდრე სხვებმა.

ბოლო ინციდენტებს წინ უძღოდა 8 მაისს და 9 მაისს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ცემა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button