skip to content
ახალი ამბები

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა ძალადობის წახალისების თავიდან აცილების მიზნით სამსახური დატოვა

ჟურნალისტმა თამარ შარიქაძემ 17 ივნისს განაცხადა, რომ ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ ტელეკომპანია „იმედს“ ტოვებს და ამის მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ მისმა უშუალო ხელმძღვანელმა მას ისეთი სიუჟეტის მომზადება დაავალა, „რომელიც აუცილებლად ძალადობას წაახალისებდა“.

„ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ ძალადობას არასდროს და არსად წავახალისებ! მე არასდროს ვიქნები ისეთ გადაუმოწმებელ ფაქტებზე ხელმომწერი, რომელიც ძალადობას ახალისებს!“, – დაწერა შარიქაძემ ფეისბუქზე.

მან მადლობა გადაუხადა კოლეგებს გადაცემა „ქრონიკაში“, რომლებიც „ღირსეულად გვერდით დამიდგნენ, რადგან ისინიც ჩემს აზრზე არიან!“

უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონთან დაკავშირებით დაძაბულობისა და აქტივისტების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ ორკესტრირებული რეპრესიების ფონზე, სახელისუფლებო არხი არაერთხელ დაადანაშაულეს მიკერძოებულ გაშუქებასა და დეზინფორმაციის გავრცელებაში.

განახლება: შარიქაძის გადაწყვეტილებას „ქრონიკის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნათია სონღულაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ „იმედში“ არ არის იმ ხალხის ადგილი, რომლებიც „„ნაცმოძრაობაზე“ მოძალადის დაძახებას ერიდებიან და მიზეზებს ეძებენ მათზე კრიტიკული სიუჟეტებისგან თავის ასარიდებლად. უფრო ღრმად ნამდვილად არ ვაპირებ ამ თემაში შესვლას“.

ქრონიკის“ პროდიუსერი ქეთი ლაცაბიძე წერს, რომ „სიმართლის თქმა წახალისება არაა. „ნაცებს იმედზე არ “ათეთრებენ”. ძალადობას გმობს ყველა. სხვა სამსახურისთვის საბაბი არ უნდა ეძებო. საკითხის ჰეროიკულ პატერნზე გადაყვანა კომედიას უფრო ემსგავსება”.

18 ივნისს „მედიაჩეკერი“ იტყობინება, რომ ტელეკომპანია „იმედი“ კიდევ ერთმა ჟურნალისტმა, თიკო ფეიქრიშვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „მედიაჩეკერს“ თავად ჟურნალისტმა დაუდასტურა. თუმცა, წასვლის მიზეზები მან არ დააკონკრეტა. ფეიქრიშვილი ტელევიზიაში 1 ივნისიდან აღარ მუშაობს. მას გადაცემა „იმედის დღე“ მიჰყავდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button