
ახალი ამბები
პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეები დააკავა
ძალადობრივი სცენები განვითარდა ვაკის რაიონში 9 მაისს გვიან ღამით, როდესაც პოლიციამ რამდენიმე მომიტინგე დააკავა, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობას კეტავდნენ.
სამხედრო ბლოგერისა და აქტივისტის უჩა აბაშიძის დაკავების შემდეგ მომიტინგეებმა ქუჩაში მსვლელობა მოაწყეს. დაკავების ვიდეოებზე ჩანს დემონსტრანტების, მათ შორის ქალების, ძალადობრივი ჩასმა პოლიციის მანქანებში. დაკავებულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
დაკავებების სერიას წინ უძღოდა ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროშო, სადაც ხელისუფლებამ უცხოეთში ძალადობრივი დარბევის პრაქტიკაზე გაამახვილა ყურადღება და „უცხოელი აგენტების“ კანონის მოწინააღმდეგე მომიტინგეებს მსგავსი მკაცრი რეაგირებით დაემუქრა.
ასევე წაიკითხეთ:
- 09/05/2024 – ოპოზიციის კიდევ ორ წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ
- 09/05/2024 – აქციის მონაწილეთა მიმართ დაშინების ორკესტრირებული კამპანია მიმდინარეობს
- 09/05/2024 – სახალხო დამცველი სამართალდამცავ ორგანოებს 8 მაისის ცემის ფაქტებზე მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)