ახალი ამბები

„უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გრძელდება

თბილისში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება. 21 აპრილს თბილისში კვლავ შეიკრიბნენ ყველა თაობის მოქალაქეები და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ბევრი დემონსტრანტი ოჯახებთან ერთად მივიდა, რომლებიც რამდენიმე თაობას წარმოადგენდნენ. აქცია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო, რასაც მოჰყვა ევროკავშირის ჰიმნი, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები უზენაესი სასამართლოსკენ გაემართნენ თავისუფალი და გამჭვირვალე სასამართლოს სისტემის მოთხოვნით.

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „სამაჩაბლო [ცხინვალის რეგიონი] საქართველოა!“, „აფხაზეთი საქართველოა!“, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“, „არა რუსულ კანონს, არა რუსულ ხელისუფლებას, არა ოფშორულ კანონს!“

აქციის მონაწილეები ასევე გეგმავენ მსვლელობას „ქართული ოცნების“ ოფისისკენ და შემდეგ სიმბოლურად ევროპის მოედანისკენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button