ახალი ამბები
„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენის დროს ჩხუბი მოხდა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვისას დაპირისპირება მოხდა, როდესაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს მუშტი ჩაარტყა.
საკომიტეტო მოსმენა მაშინვე შეწყდა და დეპუტატებმა ჟურნალისტებთან ერთად ოთახი დატოვეს.
„ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს გარეთ იმიტომ, რომ საქართველო არ უნდა გახდეს რუსეთი… სახლში ჯდომის დრო არ არის, უნდა დავახვევინოთ ამათ“, – განაცხადა ელისაშვილმა ინციდენტის შემდეგ.
საკომიტეტო განხილვის პარალელურად, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება.
ინციდენტიდან მალევე იურიდიულმა კომიტეტმა განხილვა განაახლა.
ასევე წაიკითხეთ:
- 15/04/2024 – „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვის დაწყებასთან ერთად მოქალაქეები პარლამენტის წინ იკრიბებიან
- 10/04/2024 – აშშ-ის ელჩი „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოხატავს „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტზე და FARA-სთან მსგავსებას გამორიცხავს
- 10/04/2024 – ჯეიმს ობრაიენი: ახალი კანონმდებლობა „საქართველოს ევროპიდან ჩამოშორების საფრთხეს ქმნის“
- 09/04/2024 – „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)