ახალი ამბები

მიხაელ როთი: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი ევროკავშირის წევრობასთან „შეუთავსებელია“

10 აპრილს, გერმანიაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტამდე და კანცლერ ოლაფ შოლცთან დაგეგმილ შეხვედრამდე ორი დღით ადრე,  გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კანონპროექტი ევროკავშირის წევრობასთან „შეუსაბამოა“. როთმა ხაზი გაუსვა, რომ დამოუკიდებელი და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელ პირობას წარმოადგენს.  

„ქართულმა ოცნებამ თავის ხალხს უნდა მოუსმინოს: ქართველების 90%-ს ევროკავშირში სურს შესვლა და არა პუტინის რუსეთში“, – დაწერა როთმა ტვიტერზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button