skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა გიორგი ბარვენაშვილის დეპუტატის უფლებამოსილება ცნო

საქართველოს პარლამენტმა 21 თებერვალს, 91 ხმით მხარი დაუჭირა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სიიდან, გიორგი ბარვენაშვილის დეპუტატის  უფლებამოსილებას.

გიორგი ბარვენაშვილმა პარლამენტში ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლა, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ 8 თებერვალს პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა. 20 თებერვალს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ირაკლი კობახიძის და თავდაცვის ახალი მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას.

ირაკლი ჩიქოვანს პარლამენტში შემცვლელი არ ეყოლება, რადგან ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო და შუალედური არჩევნები საარჩევნო წელს არ იმართება.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button