skip to content
ახალი ამბები

ჩრდილოეთ კორეის საერთაშორისო ვაჭრობის კორპორაციის დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთს ესტუმრა

ოკუპირებული აფხაზეთის „პრემიერ-მინისტრმა“ ალექსანდრ ანქვაბმა ჩრდილოეთ კორეის საერთაშორისო ვაჭრობის კორპორაციის „მანგენბონის“ დელეგაციას უმასპინძლა. ადგილობრივმა მედიამ „აფსნიპრესმა“ განაცხადა 19 თებერვალს, რომ დელეგაციას კორპორაციის გენერალური დირექტორი იუნ გუკ ნამი ხელმძღვანელობდა.

„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, კორპორაციის საქმიანობის სფერო მოიცავს სამრეწველო და არასამრეწველო საქონლით ვაჭრობას, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ასევე თანამშრომლობას მედიცინის, ზღვის პროდუქტების გადამუშავების და ტრიკოტაჟის წარმოების სფეროებში. ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის კვების ინდუსტრიის, საბანკო, ტურიზმის სფეროებში და სოხუმსა და ფხენიანში „სავაჭრო წარმომადგენლობების“ გახსნის შესაძლებლობები განიხილეს.

კორპორაციის შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებში შეზღუდულია. თუმცა, როგორც ცნობილია, გაეროს უშიშროების საბჭოს 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების კორპორაცია „მანგენბონი“ ჩართული იყო ჩრდილოეთ კორეიდან IT სპეციალისტების გაგზავნაში ჩინეთში სამუშაოდ 2020 წლის ოქტომბერში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button