skip to content
ახალი ამბები

2022 წელს საგარეო ვაჭრობა 32.8%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 13 იანვარს გამოქვეყნებული ექსპრესმონაცემებით 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 32.8%-ით გაიზარდა და 19.04 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

გასულ წელს, 31.8%-ით – 5.59 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 33.2%-ით – 13.45 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 7.85 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3%-ია.

წყარო: საქსტატი

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button