სექტემბერში წლიური ინფლაცია 0.7% იყო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 3 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წლის სექტემბერში წლიური ინფლაცია 0.7% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.6%-ით გაიზარდა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (10.0%-იანი მატება); ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (5,6%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი (5.1%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (4.3%-იანი კლება) და ჯანმრთელობა (4.7%-იანი კლება).


რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: განათლება (5.5%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (2.6%-იანი ზრდა) და ჯანმრთელობა (0.7%-იანი ზრდა).
ასევე წაიკითეთ:
- 05/09/2023 – აგვისტოში წლიური ინფლაცია 0.9% იყო
- 03/08/2023 – ივლისში წლიური ინფლაცია 0.3% იყო
- 03/07/2023 – ივნისში წლიური ინფლაცია 0.6% იყო
- 02/06/2023 – მაისში წლიური ინფლაცია 1.5% იყო
This post is also available in: English Русский