აგვისტოში წლიური ინფლაცია 0.9% იყო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 4 სექტემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში წლიური ინფლაცია 0.9% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.7%-ით გაიზარდა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (10.9%-იანი მატება); საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი (5.0%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (2.4%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (7.9%-იანი კლება) და ჯანმრთელობა (7.3%-იანი კლება).
რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: საკვები და უალკოჰოლო სასმელები (2.1%-იანი ზრდა) და ტრანსპორტი (1.6%-იანი ზრდა).
რაც შეეხება საკვებსა და უალკოჰოლო სასმელებს, ამ თვეში ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებში: ბოსტნეული და ბაღჩეული (19.3%), რძე, ყველი და კვერცხი (3.4%), ხილი და ყურძენი (1.7%), თევზეული (1.0%), ყავა, ჩაი და კაკაო (0.4%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.3%). ამავე პერიოდში ფასები, ძირითადად, შემცირდა პურსა და პურპროდუქტებზე (-1.2%), ასევე ზეთსა და ცხიმზე (-1.1%).
ასევე წაიკითხეთ:
- 03/08/2023 – ივლისში წლიური ინფლაცია 0.3% იყო
- 03/07/2023 – ივნისში წლიური ინფლაცია 0.6% იყო
- 02/06/2023 – მაისში წლიური ინფლაცია 1.5% იყო
- 03/05/2023 – აპრილში წლიური ინფლაცია 2.7% იყო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)