ივლისში წლიური ინფლაცია 0.3% იყო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 3 აგვისტოს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წლის ივლისში წლიური ინფლაცია 0.3% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.4%-ით შემცირდა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (11.1%-იანი მატება); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (6.3%-იანი მატება); საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი (4.9%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (12.1%-იანი კლება).
რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: ტრანსპორტი (1.8%-იანი ზრდა); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (2.3%-იანი კლება); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (2.0%-იანი კლება); საკვები და უალკოჰოლო სასმელები (0.2%-იანი კლება).
რაც შეეხება საკვებსა და უალკოჰოლო სასმელებს, ამ თვეში ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე მოხდა: ზეთები და ცხიმები (-2.8%); რძე, ყველი და კვერცხი (-1.0%). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (3.9%).
ასევე წაიკითხეთ:
- 03/07/2023 – ივნისში წლიური ინფლაცია 0.6% იყო
- 02/06/2023 – მაისში წლიური ინფლაცია 1.5% იყო
- 03/05/2023 – აპრილში წლიური ინფლაცია 2.7% იყო
- 03/04/2023 – მარტში წლიური ინფლაცია 5.3% იყო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)