skip to content
ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს წევრზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული 6 პირი პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობიდან თბილისის საკრებულოს წევრის, ირაკლი ეძგვერაძის წინააღმდეგ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებული ექვსი პირი პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულებს შორის არიან ტატო ხუნდაძე, თბილისის მერიის თანამშრომელი, და ელგუჯა შუკაკიძე, კანონიერი ქურდის ნოდარ შუკაკიძის ძმა.

სასამართლოს სხდომის შემდეგ, პროკურორმა მარიამ ბეგიაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებამდე, რამდენიმე ბრალდებული სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას შეეცადა. მისი თქმით, არსებობდა რეალური რისკი იმისა, რომ ბრალდებულები მართლმსაჯულებას გაექცეოდნენ.

ნაციონალური მოძრაობიდან თბილისის საკრებულოს წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს 22 სექტემბერს საღამოს, გლდანში საკუთარი სახლის მახლობლად თავს დაესხნენ და სცემეს. ეძგვერაძემ თავდასხმა საკრებულოს სხდომის დროს „ქართული ოცნების“ წევრთან, კოტე ზარნაძესთან შეკამათებას დაუკავშირა. მისი თქმით, მის ცემაში ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრები მონაწილეობდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button