ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს წევრის წინააღმდეგ ძალადობის საქმეზე 6 პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ  ნაციონალური მოძრაობიდან თბილისის საკრებულოს წევრის, ირაკლი ეძგვერაძის წინააღმდეგ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ექვს პირს ბრალი წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ის სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სამართალდამცავებმა ბრალდებულები 23 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, აღნიშნულ თავდასხმაში მონაწილე სხვა პირთა დადგენის მიზნით“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button