თავდაცვის მინისტრმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, რომელიც ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეთხუთმეტე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა რამშტაინის საჰაერო ბაზაზე გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გახსნა. ჯგუფმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილ ვითარებაზე და უკრაინის თავდაცვითი და საწვრთნელი საჭიროებების შესახებ ისაუბრა. უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის წევრმა თავდაცვის მინისტრებმა და თავდაცვის ძალების მეთაურებმა უკრაინის მოკლევადიან და გრძელვადიან საჭიროებებზე იმსჯელეს.
უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 19/07/2023 – საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდა
- 15/06/2023 – თავდაცვის მინისტრმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
- 25/05/2023 – საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)