ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ესტუმრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 18-19 ივლისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია, სადაც ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეისა და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს, გერტ იან კოპმანს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეფასება, ასევე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგის განხილვა და სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრა. ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის კონტექსტში, რაც აისახა როგორც ქვეყნის მიერ მომზადებულ ანგარიშში, ასევე ევროკომისიის ზეპირ შეფასებაში. ამასთან, მხარეებმა მიმოიხილეს ევროკომისიის 12 პრიორიტეტის განხორციელების კუთხით არსებული პროგრესი. „დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით, რაც ემსახურება სწორედ 12 პრიორიტეტის შესრულებას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
„მხარეებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ყველა მიმართულებას და ამ მხრივ მიმდინარე წლის მაღალ დინამიკას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სექტორული და ეკონომიკური ინტეგრაციის მხრივ გადადგმულ ნაბიჯებს და სამომავლო გეგმებს. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს და ქვეყნის სტრატეგიულ ფუნქციას დაკავშირებადობის თვალსაზრისით, დადებითად იქნა შეფასებული შუა დერეფნის კონცეფციის ფარგლებში სატრანზიტო მიმართულებით განხორციელებული პროექტები. შეხვედრებზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გეოპოლიტიკურ გამოწვევებს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
შეხვედრების დროს მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესისთვის. მათ გამოთქვეს იმედი, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში სათანადოდ იქნება ასახული ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები და არსებული პროგრესი.
ევროკომისარმა ვარჰეიმ შეხვედრის შესახებ დაწერა Twitter-ზე: „მინისტრმა დარჩიაშვილმა დამარწმუნა, რომ 12 პრიორიტეტზე პროგრესი სწორი გზით მიმდინარეობს“.
Discussed #Georgia’s progress on its EU path.
— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) July 19, 2023
?? Minister Darchiashvili assured me that progress on the 12 priorities is well on track.
Important to continue & accelerate this work before our 2023 Enlargement Report. @iliadarch @MFAgovge pic.twitter.com/XFmkq42xS5
თავის მხრივ, გერტ იან კოპმანმა დაწერა Twitter-ზე, რომ ევროკავშირი მიესალმება საქართველოს ძლიერ ინტერესს, რომ მომავალი კვირების განმავლობაში 12 პრიორიტეტზე შემდგომ პროგრესს მიაღწიოს. „ამას მომდევნო თვეში ერთად განვიხილავთ თბილისში“, – დასძინა მან.
Excellent discussion with ??Minister of Foreign Affairs Mr Darchiashvili on ??#Georgia's progress on the 12 priorities.
— Gert Jan Koopman (@GertJanEU) July 19, 2023
The ??@EU_Commission welcomes Georgia’s keen interest in making further progress over the next weeks! We will review this together in #Tiblisi next month! pic.twitter.com/c94vOJdGN6
ასევე წაიკითხეთ:
- 21/03/2023 – ილია დარჩიაშვილი ბრიუსელს სტუმრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)