ილია დარჩიაშვილი ბრიუსელს სტუმრობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 21-23 მარტს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს, სადაც ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებს ხვდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 21 მარტს, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს რეფორმების დღის წესრიგზე იმსჯელეს. ამ კონტექსტში, მათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემულ 12 პრიორიტეტის შესრულებაზე გაამახვილეს ყურადღება. მათვე ევროკომისიის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ანალიტიკურ ანგარიშზეც ისაუბრეს, რა დროსაც ილია დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, „საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ იქნება ასახული შემდგომ გადაწყვეტილებებში“. „მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
„ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს იმისთვის, რომ რეფორმების დღის წესრიგი წინ წაწიოს“, – დაწერა ოლივერ ვარჰეიმ Twitter-ზე დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ და დასძინა, რომ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის მთავარი თემა 12 პრიორიტეტის შესრულება იყო.
The way to address the 12 priorities set out in the June 2022 Opinion was our main topic of the discussion with FM @iliadarch
All political forces need to cooperate to move the reform agenda forward.
We speed up the #EIP’s implementation for the benefit of the ??s.#Georgia pic.twitter.com/CHrEkDerRr— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) March 21, 2023
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგი და ამ პროცესში ქართული მხარის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები განიხილა ილია დარჩიაშვილმა საშინაო საკითხებში ევროკომისარ ილვა იოჰანსონთან შეხვედრაზე. „საუბრისას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს თანამშრომლობის სამომავლო საკითხები და ის ნაბიჯები, რაც ხელს შეუწყობს უვიზო რეჟიმის პირობების ეფექტიან დაცვას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
Had a meeting with @YlvaJohansson – EU Commissioner for Home Affairs. We discussed ??'s EU integration agenda. Our country has successfully implemented visa-free travel-related recommendations. We focused on the huge benefits that visa liberalisation brings to the people of ??. pic.twitter.com/ftbkHWxZrP
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) March 21, 2023
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა, ხელისუფლების მიერ ევროკომისიის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება და საქართველოს პარლამენტში ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობები განიხილა ილია დარჩიაშვილმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) თავმჯდომარესთან, დევიდ მაკალისტერთან შეხვედრაზე. მხარეებმა ამ პროცესში რეფორმების განხორციელების მნიშვნელობა აღნიშნეს და ხაზი გაუსვეს „ევროპარლამენტის განგრძობით მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფების მიმართ, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე“.
ენერგეტიკის სფეროში საქართველო-ევროკავშირს შორის „წარმატებულ თანამშრომლობაზე“ ისაუბრეს ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მათვე შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის მნიშვნელობაზე, მისი განხორციელების ეტაპებზე და ამ პროცესში ევროკავშირთან თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება.
საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მასთან დაკავშირებული საკითხები მიმოიხილა ილია დარჩიაშვილმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეპ ბორელთან შეხვედრაზე. შეხვედრის შემდეგ ბორელმა Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ქვეყნის ევროკავშირისკენ გზაზე აუცილებელი რეფორმების, ასევე ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მანვე სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი. „განვიხილეთ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და საქართველოს მედეგობის გაძლიერებაში ევროკავშირის მხარდაჭერა“, – დასძინა მან.
Open exchange with @iliadarch on necessary reforms on Georgia’s EU path & importance of implementing all Venice Commission recommendations. Highlighted the important role of civil society.
Discussed regional security situation and EU support to strengthen Georgian resilience. pic.twitter.com/gkyyMtIy8p
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) March 23, 2023
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, გენერალ მირჩა ჯოანას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, ილია დარჩიაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ მადლობა გადაუხადა ნატოს საქართველოს უსაფრთხოებისა და მედეგობის გაძლიერებაში დახმარებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. მანვე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება ევრო-ატლანტიკური კურსის მიმართ. შეხვედრის შემდეგ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ილია დარჩიაშვილიც ესწრებოდა.
Very glad to meet with NATO Deputy SG @Mircea_Geoana. We highly appreciate the Alliance's support for strengthening ??'s security& resilience, as well as for the country's sovereignty& terr integrity. ??remains committed to Euro-Atlantic integration. Thanks for hosting us on NGC. pic.twitter.com/zxBke8t2mx
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) March 23, 2023
ასევე წაიკითხეთ:
- 15/03/2023 – ილია დარჩიაშვილი შვედეთს სტუმრობდა
- 15/02/2023 – საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თანაშრომლობის ოქმი გააფორმეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)