ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 7 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახმაჯის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
სუს-ის ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არიან საერთაშორისო პარტნიორები და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ასევე, გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზი.
უწყება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალას აკისრებს და აცხადებს, რომ „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“.
ასევე წაიკითხეთ:
- 16/05/2023 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
- 15/05/2023 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს, ერთი გაათავისუფლეს
- 15/05/2023 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს, 1 გაათავისუფლეს
- 11/05/2023 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)