ახალი ამბები

პარლამენტი სამედიცინო მარეგულირებელი სააგენტოს უფლებამოსილებას ზრდის

3 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ზრდის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატს. როგორც კანონპროექტის მომხრეებმა განმარტეს, ცვლილებები მიზნად ისახავს სააგენტოს მართვის შესაძლებლობების გაძლიერებას და სამედიცინო შემთხვევებზე სწრაფი რეაგირების, დროული გამოძიების და ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ცვლილებები მიზნად ისახავს პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესებას და სამედიცინო მომსახურების ხარისხის დარეგულირებას. ცვლილებების შედეგად განიხილული იქნება პაციენტების საჩივრები, უზრუნველყოფილი იქნება ლიცენზირების შესაბამისობა, და გაუმჯობესდება სამუშაო გარემო სამედიცინო პროფესიონალებისთვის. ცვლილებები მარეგულირებელს ანიჭებს უფლებამოსილებას ჩაატაროს მოულოდნელი ინსპექტირება, შეაგროვოს რეალურ დროში ინფორმაცია და მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილებები ხარვეზებთან დაკავშირებით. ცვლილებები ასევე ითვალისწინებს მარეგულირებელ სააგენტოს მიერ მექანიზმების შემოღებას ლიცენზიის შეჩერების, გასაჩივრების, გაზრდილი ჯარიმებისა და ასევე მექანიზმებს დაუყოვნებელი აღსრულებისთვის პრევენციული ზომების გასაძლიერებლად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button