ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 2 ივნისს თბილისში ვიზიტად მყოფ უნგრეთის ვიცე-პრემიერს, ჟოლტ შემიენს შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე იმსჯელა, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მათვე ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის გამორჩეული ურთიერთობების დასტურია გასულ წელს ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც საქართველო-უნგრეთის მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის „უმნიშვნელოვანეს ჩარჩოს“ წარმოადგენს.
ამავე ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის ვიცე-პრემიერს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხზე მისი ქვეყნის მხრიდან გამოხატული „მტკიცე“ მხარდაჭერისთვის.
ასევე წაიკითხეთ:
- 07/04/2023 – უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს სტუმრობდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)