skip to content
ახალი ამბები

პრემიერი აფხაზ ხალხთან ნდობის აღდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 23 მაისს, აფხაზ თანამემამულეებს აფხაზეთის დღე მიულოცა და აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის ნდობის აღდგენის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

პრემიერმა Facebook-ზე დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა „ჩვენს აფხაზ ძმებს ახალი მიდგომა – შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკა შესთავაზა“ და დასძინა, „ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ერთმანეთის ნდობა დავიმსახუროთ და ჩვენი ძმები, ჩვენი აფხაზი ხალხი დავიბრუნოთ“.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ჩვენ ერთი ისტორია და კულტურა გვაქვს, ერთია ჩვენი ღირებულებები და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისადმი სწრაფვის სურვილი“. „სწორედ ეს გვაძლევს იმედს, რომ ურთიერთპატივისცემისა და ნდობის აღდგენა და მეგობრობა ძლიერ, გაერთიანებულ, განვითარებულ და ევროპულ ქვეყნად გვაქცევს“, – დასძინა მან.

„კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას აფხაზეთის დღეს. მშვიდობასა და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს – საქართველოს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button