გაბონის მახლობლად გემიდან გატაცებული ორი ქართველი მეზღვაური გაათავისუფლეს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 მაისს განაცხადა, რომ ცენტრალურ აფრიკაში, გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან გატაცებული საქართველოს 2 მოქალაქე გუშინ ტყვეობიდან გაათავისუფლეს და სამშობლოში რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან.
უწყების ცნობით, გათავისუფლებული მეზღვაურები სამედიცინო შემოწმებას ნიგერიაში გადიან და მათი ჯანმრთელოფ ბის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ტყვეობიდან ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოდ გამოხსნისთვის საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამხრეთ აფრიკაში, ეთიოპიაში, ნიუ-იორკის შტატში და სინგაპურში საქართველოს გენერალურ საკონსულოებს, ასევე გემთმფლობელ კომპანიას და ყველა ჩართულ მხარეს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)