7-9 მარტის აქციებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს
7-9 მარტს, პარლამენტთან მმართველი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული ტიპის კანონპროექტების საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 133-ვე პირი გაათავისუფლეს.
შსს-ს ცნობით, მათი ნაწილი დღეს გამართული სასამართლო პროცესების შემდეგ, ნაწილი კი – წინასწარი დაკავებისთვის გათვალისწინებული ვადების ამოწურვის გამო გაათავისუფლეს. მათ წინ სასამართლო პროცესები ელით.
პატიმრობაში რჩება სამართალდამცველზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ერთი პირი, რომელსაც 4-7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამასთან, შსს სისხლის სამართლებრივი მუხლებით დაწყებულ გამოძიებას კვლავაც განაგრძობს და „პოლიციელებზე თავდამსხმელთა“ და „სხვა ძალადობრივ ქმედებებში“ ეჭვმიტანილთა იდენტიფიცირებაზე მუშაობს.
საპროტესტო აქციებზე ყველა დაკავებულის გათავისუფლება ამ წუთებში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მოთხოვნაც იყო.
ასევე წაიკითხეთ:
- 09/03/2023 – განახლება: 7-9 მარტის აქციებისას 134 პირი დააკავეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)