skip to content
ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა 30 დეკემბერს ჩატარდება

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო სხდომა, რომელზეც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მისი გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საკითხი განიხილება, ხვალ, 30 დეკემბერს ჩატარდება.

დღეს, სასამართლოს დისტანციურად ჩვენება ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა, დევიდ სმიტმა მისცა, რომელმაც განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, სავარაუდოდ, მძიმე მეტალებით, მარტის თვეში, კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანამდე მოწამლეს.

დევიდ სმიტის შემდეგ, სასამართლოში ჩვენება კლინიკა „ვივამედის“ ექიმმა-ნევროლოგმა, თამარ აბაშიძემ მისცა, რომელმაც განაცხადა, რომ ნევრილოგიური თვალსაზრისით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა „მძიმეა“.

დღევანდელ სასამართლო პროცესში დისტანციურად მონაწილეობაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი თავად მიხეილ სააკაშვილმა თქვა.

სასამართლო პროცესების პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანისკენ ხელისუფლებას სამოქალაქო აქტივისტები, ასევე ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსები და მაღალი თანამდებობის პირები მოუწოდებენ. საზოგადოების ნაწილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს. 

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button