სალომე ზურაბიშვილი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის მდივნის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 15 დეკემბერს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს საერთო უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისზე რეაგირების საკითხებში, შარლ ფრიესს შეხვდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტი მიესალმა „ევროკავშირის ჩართულობას რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში“.
ამ კონტექსტში, მხარეეებმა აღნიშნეს, რომ „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფუნქციონირება რეგიონის უსაფრთხოებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია“.
საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს რა დროსაც პრეზიდენტმა დაგმო რუსული აგრესია, შეტევები მშვიდობიან მოსახლეობასა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „ეს ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება რუსეთის მეზობელი, ყველა პატარა ქვეყნის უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს, რათა რუსეთს არ მიეცეს საშუალება კვლავ განახორციელოს თავისი იმპერიალისტური მიზნები“.
საქართველოს პრეზიდენტმა და გენერალური მდივნის მოადგილემ ქვეყნის მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზეც გაამახვილეს ყურადღება.
მხარეებმა ევროკავშირთან ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და აღინიშნეს, რომ საქართველოს როლი და შესაძლებლობი კიდევ უფრო იზრდება ევროკავშირთან ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას.
ასევე წაიკითხეთ:
- ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო
- საქართველო-რუმინეთის შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტისთვის ევროკავშირი 2.3 მლრდ ევროს გამოყოფს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)