სალომე ზურაბიშვილი გმობს უკრაინის ქალაქების დაბომბვას
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, 10 ოქტომბერს დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქის, კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა.
„მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველი თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა“, – დაწერა პრეზიდენტმა Facebook-სა და Twitter-ზე.
თუმცა, მანვე დასძინა, რომ „მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის სიმტკიცე“. „მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას!“, – ხაზი გაუსვა სალომე ზურაბიშვილმა.
Terrible news of bombing of Kyiv and other cities. An indiscriminate attack on civilians meant to destroy, to instill fear.
But the world has seen the determination of the Ukrainian nation. All of Georgia stands with Ukraine.#SlavaUkraini
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) October 10, 2022
მედიის ცნობით, რუსეთმა კიევსა და რამდენიმე უკრაინულ ქალაქზე საჰაერო იერიში ერთდროულად 10 ოქტომბერს, დილით, მიიტანა. დაიბომბა კიევის ცენტრი, მათ შორის, ხალხმრავალი ადგილები, პარკები და ტურისტული ზონები.
აფეთქებები დაფიქსირდა უკრაინის დასავლეთით – ლვივში, ტერნოპილსა და ჟიტომირში. ასევე, ცენტრალურ უკრაინაში – დნიპროსა და კრემენჩუკში, სამხრეთით – ზაპორიჟიეში და აღმოსავლეთით – ხარკივში.
რუსული ავიაიერიშების შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, არის მსხვერპლიც.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)