skip to content
ახალი ამბები

ესპანურმა კომპანიამ ქართული წყალმომარაგების კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა

ესპანურმა წყლის მართვის კომპანია FCC Aqualia-ამ 3 თებერვალს 180 მლნ აშშ დოლარად ქართული წყალმომარაგების კომპანია Georgia Global Utilities-ის აქციების 80% შეისყიდა.

Georgia Global Utilities (GGU) კომპანია „ჯორჯიან უითერ ენდ ფაუერის“ მფლობელი კომპანიაა. ეს უკანასკნელი თბილისსა და მცხეთაში 510 000 აბონენტს სასმელი წყლით ამარაგებს.

GGU კომპანია „რუსთავის წყლის“ მფლობელიცაა, რომელიც რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულში 53 000-ზე მეტ საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო აბონენტს ემსახურება.

იგივე კომპანია რვა ჰიდროელექტროსადგურის, მათ შორის, ჟინვალჰესის და ერთი ქარის ელექტროსადგურის მფლობელიცაა. კომპანიის ყველა აქტივის ჯამური დადგმული სიმძლავრე 240 მეგავატს შეადგენს.

კომპანია FCC Aqualia-სა და GGU-ს მფლობელ კომპანიას, Georgia Capital-ს შორის მიღწეული შეთანხმება ორ ეტაპად განხორციელდება.

კომპანია Georgia Capital დივერსიფიცირებული ჰოლდინგია, რომელიც პოზიციონირებს როგორც „პლატფორმა საქართველოში ბიზნესის შესყიდვის, მშენებლობისა და განვითარებისთვის“.

რაც შეეხება კომპანია FCC Aqualia-ს, ის წყლის მართვის კომპანიია, რომელიც ამჟამად 30 მილიონ მომხმარებელს ემსახურება 17 ქვეყენაში, მათ შორის ალჟირში, საუდის არაბეთში, კოლუმბიაში, ჩილეში, ეგვიპტეში, ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, მექსიკაში, ომანში, პორტუგალიაში, ყატარში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, რუმინეთსა და ტუნისში.

კომპანიის მფლობელია ესპანური კომპანია FCC Citizen Services Group (51%) და ავსტრალიური კომპანია IFM Investors (49%), ფონდი რომელიც 570 ინსტიტუციურ ინვესტორს, მათ შორის 23 წამყვან საპენსიო ფონდს აერთიანებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button