ახალი ამბები

სტოლტენბერგი: უკრაინაში ომის ფონზე საქართველოსთან თანამშრომლობა „კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“ 

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 15 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ისეთ პარტნიორებთან თანამშრომლობა, როგორიც საქართველოა, „კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ამის შესახებ უკრაინისთვის მხარდაჭერისა და ბუქარესტში ნოემბრის ბოლოს დაგეგმილი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ბუქარესტის შეხვედრა „მოგვცემს შესაძლებლობას ძლიერი მხარდაჭერა გამოვხატოთ უკრაინის მიმართ და განვიხილოთ, როგორ გავაძლიეროთ და გავაგრძელოთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბუქარესტში ნატო ასევე შეაფასებს ნატოს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას და „ასევე შეხვდება პარტნიორებს. საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button