skip to content
ახალი ამბები

ნატოს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს მედეგობის გაძლიერებაში დაეხმარონ 

„მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ სხვა პარტნიორებს, მათ შორის საქართველოს და ბოსნია და ჰერცეგოვინას, გააძლიერონ საკუთარი მედეგობა და გავზარდოთ მათი შესაძლებლობა, რათა დაიცვან საკუთარი თავი“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღეს ბრიუსელში გამართული საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ.

პრესკონფერენციაზე საუბრისას, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსს შეუძლია გააძლიეროს საქართველოს მხარდაჭერა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მეშვეობით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა – სიტუაციური ცნობიერება, უსაფრთხო კომუნიკაციები და კიბერუსაფრთხოება.

გენერალურმა მდივანმა, ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ მხარი დაუჭირონ იმ რეგიონულ პარტნიორებს, რომლებიც ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.

იგი იმედოვნებს, რომ მოკავშირეები სტრატეგიული კონცეფციის დოკუმენტში, რომელსაც მადრიდის სამიტზე მიიღებენ, იმაზე შეთანხმდებიან, რომ ნატოს კარი ღია რჩება და რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მსგავს ისეთ პარტნიორებთან მუშაობა, რომლებიც რუსეთის ზეწოლის ქვეშ რჩებიან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button