skip to content
ახალი ამბები

აგვისტოში საქართველოს მშპ 10.5%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 30 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 10.5%-ით გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ტრანსპორტი და დასაწყობება; მშენებლობა; ინფორმაცია და კომუნიკაცია; სასტუმროები და რესტორნები; ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button