skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებში მხარდაჭერას ჰპირდება

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 12 ოქტომბერს 2022 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზგასმულია, რომ უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატები ასევე იმუშავებს, რათა სხვა დემოკრატიული ქვეყნების სტაბილურობა და მედეგობა გააძლიეროს. „ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს და მათ მზადყოფნას განახორციელონ მნიშვნელოვანი ინსტიტუციონალური რეფორმები“.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „მხარს დაუჭერს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას“.

2022 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია განსაზღვრავს, თუ როგორ აპირებს აშშ „ხელი შეუწყოს ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს და თავისუფალი, ღია, აყვავებული და უსაფრთხო მსოფლიო უზრუნველყოს“. ამ თვალსაზრისით, ქვეყანა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ უნდა გააფართოვოს თანამშრომლობა სხვა ქვეყნებთან და გაუმკლავდეს საერთო საფრთხეებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button