ახალი ამბები

საქსტატი: 2022 წლის II კვარტალში ქვეყნის მშპ 7.1%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 19 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი პროდუქტი (მშპ) 7.1%-ით გაიზარდა და მიმდინარე ფასებში 17.97 მლრდ ლარს გაუტოლდა.

საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (75.9%); ინფორმაცია და კომუნიკაცია (27.7%); ტრანსპორტი და დასაწყობება (18.6%); განათლება (12.0%); სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (10.9%); საბითუმო და საცალო ვაჭრობა (3.0%).

კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-12.7%);  მშენებლობა (-3.2%); უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-2.7%).

საქსტატი დაზუსტებულ მონაცემებს 15 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button