Placeholder canvas
ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა 32.3 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) 31 აგვისტოს გამართულ სავალუტო აუქციონზე გატანილი 40 მლნ აშშ დოლარიდან 32 305 000 აშშ დოლარი გაყიდა.

სებ-ის ცნობით, აუქციონზე საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 2.8983 ლარი იყო.

31 აგვისტოს მდგომარეობით 1 აშშ დოლარი 2.9045 ლარი ღირს, 1 სექტემბერს ის 2.9002 ლარი ეღირება.

წინა, 17 აგვისტოს აუქციონზე სებ-მა 8.3 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. მანამდე, აგვისტოს პირველ ნახევარში გამართულ სამ აუქციონზე კი – ჯამში 70 მლნ აშშ დოლარი იყიდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button