skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის წარმომადგენლობა სამუშაო ჯგუფებში არასამათავრობოთა ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში 19 აგვისტოს მოუწოდა „საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარეს“, რომ ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ყველა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაცია მოიწვიოს და მათ ამ ჯგუფების საქმიანობაში „არსებითი მონაწილეობის“ შესაძლებლობა მისცეს, „საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ჩათვლით“.

ევროკავშირის წარმომადგენლობის მოწოდებას წინ უძღვოდა 18 აგვისტოს, ქართული ოცნების მიერ „ნეიტრალიტეტის დარღვევის მოტივით“ საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიწვევაზე უარი, რასაც მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკა მოჰყვა.

მათ შორის, სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთმა მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

„[ევროკომისიის რეკომენდაციების] #10 პრიორიტეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით შეესაბამება პარლამენტში მიმდინარე მუშაობას“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button