skip to content
ახალი ამბები

საქართველო Horizon Europe-ის კვლევით პროგრამას შეუერთდა 

ევროკომისიამ და საქართველოს მთავრობამ 7 დეკემბერს შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირების სტატუსს ანიჭებს.

შეთანხმებას ბრიუსელში ევროკომისიის მხრიდან ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარმა მარია გაბრიელმა, ხოლო საქართველოს მხრიდან განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მოაწერეს ხელი.

Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.

2016 წლიდან საქართველო სრულად იყო ასოცირებული Horizon 2020-ში, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის წინა, 2014-2020 წლების პროგრამაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button