skip to content
ახალი ამბები

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის პროპორციული სია თბილისის საკრებულოში

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული პარტიული სიები გამოაქვეყნა. საერთო ჯამში კანდიდატების სია 31 პარტიამ წარადგინა.

ქვემოთ დედაქალაქის საკრებულოსთვის პატრიოტთა ალიანსის მიერ რეგისტრირებული პროპორციული სიის პირველი 10 კანდიდატია წარმოდგენილი, რომელთაგან 3 ქალია, 7 კი – მამაკაცი:

  • გოჩა თევდორაძე;
  • ირმა ცხორაგაული;
  • მალხაზ ამაშუკელი;
  • გიორგი გაბათაშვილი;
  • მალხაზ თოფურია;
  • ეკა მირიანაშვილი;
  • გოდერძი ამაშუკელი;
  • აკაკი კარტოზია;
  • ლელა გიორგაძე;
  • გელა ხუციშვილი.

პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატად პარლამენტის ყოფილი დეპუტატი გიორგი ლომია წარადგინა.

პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში ახლახან მიღებული ცვლილებებით, რომლებიც ევროკავშირის შუამავლობით ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შემუშავდა, დედაქალაქის საკრებულოს 50 წევრიდან მოქალაქეები 40-ს პროპორციული, 10-ს კი -მაჟორიტარული წესით აირჩევენ. მანამდე ეს პროპორცია 25/25-ზე იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button