გირჩის პროპორციული სია თბილისის საკრებულოში
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული პარტიული სიები გამოაქვეყნა. საერთო ჯამში კანდიდატების სია 31 პარტიამ წარადგინა.
ქვემოთ დედაქალაქის საკრებულოსთვის გირჩის მიერ რეგისტრირებული პროპორციული სიის პირველი 10 კანდიდატია წარმოდგენილი, რომელთაგან 3 ქალია, 7 კი – მამაკაცი:
- ჰერმან საბო;
- როლანდი ნაჭყებია;
- ანა საბო;
- ოთარ ზაკალაშვილი;
- ბორის სოლომონია;
- სალომე მერკვილაძე;
- გიორგი ჭიბოშვილი;
- ირაკლი გაბიძაშვილი;
- ანა შამუგია;
- ომარი ლათათია.
პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საარჩევნო კოდექსის მიხედვით, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შემუშავდა, დედაქალაქის საკრებულოს 50 წევრიდან მოქალაქეები 40-ს პროპორციული, 10-ს კი -მაჟორიტარული წესით აირჩევენ. მანამდე ეს პროპორცია 25/25-ზე იყო.
პარტიას დედაქალაქის მერობის კანდიდატი არ წარუდგენია. ეს გირჩისთვის პირველი არჩევნებია პარტიაში განხეთქილების შემდეგ, რის გამოც ყოფილმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გირჩი დატოვა და ახალი პარტია – გირჩი-მეტი თავისუფლება შექმნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)