ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა 30 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

20 აგვისტოს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1249 ლარი შეადგინა.

20 აგვისტოს ერთი ამერიკული დოლარი 3.1323 ლარი ღირდა, 21 აგვისტოსთვის კი – 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.1257 ლარს შეადგენს.

2021 წელს ეს ეროვნული ბანკის რიგით მერვე აუქციონია. წინა, მეშვიდე აუქციონზე, რომელიც 22 აპრილს გაიმართა, ბანკმა გატანილი 40 მლნ აშშ დოლარიდან 30 მილიონი გაყიდა. მაშინ დოლარი 3.4521 ლარი ღირდა.

ჯამში, წელს, მერვე ინტერვენციის ჩათვლით, ეროვნულმა ბანკმა 272,9 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button