ახალი ამბები

ივლისში ეკონომიკა 9.9%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 31 აგვისტოს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 9.9%-ით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, დამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა. კლება დაფიქსირდა მშენებლობასა და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში.

ამავე მონაცემებით, 2021 წლის პირველი შვიდი თვის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 12.2%-ია.

2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button