skip to content
ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10%-მდე გაზარდა   

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 4 აგვისტოს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 10%-მდე გაზარდა, რაც ბოლო 13 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ზრდის მიზეზად ბანკმა ივლისის წლიური ინფლაციის „მოულოდნელად მაღალი“, 11.9%-იანი მაჩვენებელი დაასახელა.   

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის თქმით, ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი ძირითადად ერთჯერადმა და მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელმა ფაქტორებმა განსაზღვრეს. მათგან მთავარი მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის მკვეთრად გაზრდილი ფასებია. კომიტეტმა ასევე გაუსვა ხაზი საერთაშორისო ტრანსპორტირების მომატებულ ხარჯებს და გაზრდილ შიდა მოთხოვნასაც.  

ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ დაკრედიტების არსებული ტემპი სასურველზე მაღალია და დასძინა, რომ ინფლაცია 2021 წელს, სხვა თანაბარ პირობებში, საშუალოდ 9%-ზე მაღალი იქნება. 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო შეხვედრა 15 სექტემბერს გაიმართება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button