skip to content
ახალი ამბები

ნაციონალურმა მოძრაობამ მერობის კანდიდატები წარადგინა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, რომელიც 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობისთვის იბრძოლებს, 15 აგვისტოს პარტიის მერობის კანდიდატები წარადგინა.

ნიკა მელიამ თბილისის გარდა დარჩენილი 63 მუნიციპალიტეტიდან მერობის კანდიდატები მხოლოდ 29-ში წარადგინა, რომელთაგან მხოლოდ ორი ქალია, 3 პარლამენტის მოქმედი დეპუტატი, 3 საკრებულოს წევრი, 1 კი – მოქმედი მერი, რომელიც უპარტიო, დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს და მას მხარს ნაციონალური მოძრაობა უჭერს.

პარტიის ცენტრალურ ოფისში შეკრებილთათვის სიტყვით მიმართვისას, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ წარდგენილი კანდიდატები ის „მოწინავე მებრძოლი გუნდია“, რომელიც „იქნება 2 ოქტომბრის რეფერენდუმში ქართული ოცნების დამარცხების ავანგარდში“.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილებების მიუხედავად, 2 ოქტომბრის არჩევნებზე „რეფერენდუმი მაინც შედგება“ და მასში მმართველი გუნდი „დამარცხდება ქართველ ხალხთან და არა რომელიმე ცალკე აღებულ პოლიტიკურ პარტიასთან“.

„ვთხოვ ჩვენს რეფერენდუმის ლიდერებს, ხვალიდან გაიშალონ მთელ საქართველოში, მივიდნენ ყველა ოჯახში, ყველა მოქალაქესთან და აუხსნან, თუ რა წყდება 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე“, – მიმართა მან თანაგუნდელებს და მოქალაქეებს თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

ქვემოთ რეგიონების მიხედვით, ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატების სიაა წარმოდგენილი:

იმერეთი

  • ქუთაისი – ხატია დეკანოიძე – დეპუტატი;
  • ვანი – ბადრი მებურიშვილი;
  • ზესტაფონი – ბაქარ ხიჯაკაძე;
  • სამტრედია – მამუკა ბიბილეიშვილი.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონი

  • მცხეთა – ზაალ უდუმაშვილი – დეპუტატი.

ქვემო ქართლის რეგიონი

  • რუსთავი – დავით კირკიტაძე;
  • დმანისი – გიორგი ტატუაშვილი – დმანისის მერი; დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატი;
  • თეთრიწყარო – ვანო მაღალაშვილი.

კახეთის რეგიონი

  • თელავი – გიორგი ბოტკოველი;
  • საგარეჯო – დავით ჯავახიშვილი;
  • ახმეტა – ზურაბ ოტიაშვილი;
  • გურჯაანი – სერგი კაკალაშვილი;
  • დედოფლისწყარო – თამაზ კოჭლამაზაშვილი;
  • სიღნაღი – ზაზა პაპუაშვილი.

სამეგრელო-ზემო სვანეთი

  • მარტვილი – თემურ ჯანაშია – დეპუტატი;
  • ხობი – ბესო შენგელია;
  • ზუგდიდი – ანზორ მელია – ექიმი-კარდიოლოგი, ნიკა მელიას მამა.

აჭარის რეგიონი

  • ბათუმი – გიორგი კირთაძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი;
  • ქობულეთი – ბონდო თედორაძე;
  • ხელვაჩაური – მიშა ბოლქვაძე;
  • ქედა – რამინ ბერიძე – ქედის საკრებულოს წევრი;
  • შუახევი – როინ ზოიძე – ბათუმის საკრებულოს წევრი;
  • ხულო – გოგიტა სოლომონიძე.

სამცხე-ჯავახეთი

  • ადიგენი – მარეხი დათაშვილი;
  • ასპინძა – გიორგი გიორგაძე.

შიდა ქართლი

  • გორი – ვასილ მახარაშვილი;
  • ხაშური – იოსებ ბუაძე;
  • კასპი – ნუგზარ ნონიაშვილი – კასპის საკრებულოს წევრი;
  • ქარელინიკოლოზ ახალკაცი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button