skip to content
ახალი ამბები

ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 23 ივლისს განაცხადა, რომ იგი ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობისთვის იბრძოლებს. მელია ძალებს პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელ ელენე ხოშტარიასთან გააერთიანებს, რომელიც თავის მხრივ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება.

„დადგა დრო, რომ არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოში მმართველობა პირველად იყოს კოალიციური“, – თქვა ნიკა მელიამ, რომელიც კამპანიის გახსნისას ელენე ხოშტარიას გვერდით იდგა. „სწორედ ეს არის განვითარების, კეთილდღეობის და კორუფციის დამარცხების ყველაზე სწორი, უებარი და გამოცდილი საშუალება“, – დასძინა მანვე.

ნიკა მელიამ ასევე განაცხადა, რომ გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ვიცე-მერობის კანდიდატი იქნება და დაამატა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დედაქალაქში მაჟორიტარობის საკუთარ კანდიდატებს არ დაასახელბს და მხარს ოპოზიციის შეთანხმებულ კანდიდატებს დაუჭერს.

ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას კანდიდატურებს მხარდაჭერა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამაც გამოუცხადა. მათ მხარს გირჩი-მეტი თავისუფლებაც დაუჭერს. სხვა ოპოზიციური პარტიების პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

ნიკა მელია დედაქალაქის მერობის პოსტზე კენჭს 2014 წელსაც იყრიდა და იგი ქართული ოცნების კანდიდატ დავით ნარმანიასთან (72.47%) მეორე ტურში დამარცხდა. მელიამ ხმების მხოლოდ 27.53% მიიღო. 2017 წელს ევროპული საქართველოს სახელით დედაქალაქის მერობისთვის იბრძოდა ელენე ხოშტარიაც, თუმცა იგი ხმების 7.11%-ით მეოთხე ადგილზე გავიდა.

გაგრძელება იქნება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button