skip to content
ახალი ამბები

საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინის 28 000 დოზა მიიღო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ დღეს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა „ფაიზერის“ 28 000 დოზა მიიღო. „ფაიზერისთვის“ რეგისტრაცია დღეს, 15:00 სთ-დან დაიწყება, ამ უკანასკნელით ვაქცინაციის პროცეს კი – 16 ივლისიდან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინები საქართველოსა და კომპანია „ფაიზერს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნაწილია, რომლის ფარგლებშიც, 2021 წლის ბოლომდე ქვეყანამ ეტაპობრივად „ფაიზერის“ 1 000 350 დოზა უნდა მიიღოს.

„ფაიზერის“ დოზები საქართველოს მასშტაბით სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე შვიდ საავადმყოფოზე გადანაწილდება.

საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. დღეის მდგომარეობით, სულ აიცრა 317 537 მოქალაქე, მათგან ორი დოზით – 122 180. ამ მომენტისთვის ქვეყანაში „სინოფარმის“, „სინოვაკის“, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის ვაქცინები გამოიყენება.

14 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კოვიდ-19-ის 1 663 ახალი შემთხვევა გამვლინდა, 769 გამოჯანმრთელდა, 13 კი – გარდაიცვალა. ჯამში ვირუსის სულ 381 336 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 361 327 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 492 კი – გარდაიცვალა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button