civil.ge
მცირე დაპირისპირების ფონზე პოლიციამ ნამახვანის პროტესტის 8 მონაწილე დააკავა
„სამოქალაქო საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე 27 მაისს სოფელ გუმათში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის რვა პირი დააკავეს. აქტივისტების დაკავება მცირე დაპირისპირებას მოჰყვა, რა დროსაც აქტივისტებმა, რომლებიც პროტესტს ბოლო ორი დღეა სოფელში მართავენ, პოლიციის მიერ აღმართულ რკინის კონსტრუქციაზე გადასვლა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს. პროტესტის ერთ-ერთმა ლიდერმა, …