ახალი ამბები

ცხინვალის ლიდერი დონეცკსა და ლუგანსკს ესტუმრა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი 10 მაისს დონბასის რეგიონში ჩავიდა, სადაც 11 მაისს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“, ხოლო 12 მაისს „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ მიერ „დამოუკიდებლობის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.  

საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ბიბილოვი დონეცკის ლიდერს დენის პუშილინს, ლუჰანსკის ლიდერს ლეონიდ პასეჩნიკს, პარტია „ერთიანი რუსეთის“ გენერალური საბჭოს მდივანს ანდრეი ტურჩაკს და ოკუპირებული აფხაზეთის „ვიცე-პრემიერს“ სერგეი პუსტოვალოვს შეხვდა.  

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 2014 წელს აღიარა. უკრაინის ხელისუფლება ორივე მათგანს „ტერორისტულ ორგანიზაციებად“ მიიჩნევს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button