ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა მრჩევლები დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში თავის მრჩევლად ირაკლი სესიაშვილი დანიშნა. მანამდე, 7 მაისს, პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით სლოვაკეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვაზილ ჰუდაკი გახდა.  

ირაკლი სესიაშვილი 2012 წლიდან ქართული ოცნების დეპუტატია. 2012 წლიდან 2020 წლამდე ის პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთოების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. 2006-2012 წლებში ასოციაციის „სამართალი და თავისუფლება“ დირექტორის თანამდებობა ეკავა, ხოლო მანამდე, 2004 წელს, სახალხო დამცველის აპარატის დეპარტამენტის უფროსი იყო.  

პრემიერ-მინისტრის სპეციალურ მრჩეველს უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკს 2016-დან 2019 წლამდე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. მანამდე ის სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრი იყო. 2019 წლიდან ჰუდაკი ჩეხეთის ეროვნული განვითარების ფონდის ფინანსური მრჩეველი, ხოლო 2021 წლის თებერვლიდან მისი ეროვნული საინვესტიციო კომიტეტის წევრია.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button