skip to content
ახალი ამბები

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თბილისს სტუმრობს

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ალი ნაგიევი სამუშაო ვიზიტით თბილისს სტუმრობს, სადაც 28 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ კოლეგას გრიგოლ ლილუაშვილს შეხვდა.  

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა „უსაფრთხოების კუთხით ურთიერთთანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები“ განიხილეს. ასევე „ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას“. 

გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრაზე მხარეებმა თბილისსა და ბაქოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე და მომავალ გეგმებზე ისაუბრეს.  

შეხვედრამდე გრიგოლ ლილუაშვილმა და ალი ნაგიევმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა გმირთა მემორიალი და ჰეიდარ ალიევის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button