skip to content
ახალი ამბები

გიგი წერეთელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტი დატოვა 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა 14 დეკემბერს თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც იგი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი ვერ გახდა.

წერეთელმა განაცხადა, რომ მისი თავმჯდომარეობა სხვადასხვა გლობალური კრიზისების, მათ შორის, კოვიდ-19-ის პანდემიის, შეიარაღებული კონფლიქტებისა და კლიმატის ცვლილების ფონზე  დასრულდა. „მოგიწოდებთ, განაგრძოთ თავდაუზოგავი მუშაობა ჩვენი დაუსრულებელი დღის წესრიგის საკითხებზე და უზრუნველყოთ ეუთოს ფუნდამენტური ღირებულებებისა და პრინციპების დაცვა“, – მიმართა წერეთელმა ასამბლეას.

აღნიშნულ თანამდებობაზე გიგი წერეთელს ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი პიტერ ლორდ ბაუნესი ჩაანაცვლებს. „მინდა, მადლობა გადავუხადო გიგი წერეთელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთოსადმი ერთგულებისთვის. მან უსაზღვრო დრო დაუთმო ჩვენ საქმეებზე მუშაობას“, – განაცხადა მან.

1999 წელს პირველად არჩევის შემდეგ, გიგი წერეთელი, რომელიც ამჟამად ევროპული საქართველოს წევრია, ყველა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო. 2017 წელს წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლი გახდა, ხოლო 2018 და 2019 წლებში, იგი უკვე პრეზიდენტის თანამდებობაზე ხელახლა, ორჯერ აირჩიეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button